კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

კათედრის ხელმძღვანელი  ირინა ზაქარეიშვილი
კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

четверг, 19 сентября 2013 г.

როგორ გავაფორმოთ საგნისა და თემატური გეგმები

სოფიკო ლობჟანიძე

როგორ გავაფორმოთ საგნისა და თემატური გეგმები 


რა მიზანს ემსახურება დაგეგმვა? 
სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო
პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.
მასწავლებლები რამდენიმე დონეზე ახდენენ სასწავლო პროცესის დაგეგმვას: ესაა
წლიური (საგნის გეგმა – სილაბუსი), თემატური, კვირისა და გაკვეთილის გეგმები.
ყველა ეს დონე ერთმანეთთან უნდა იყოს კოორდინირებული. წლიური გეგმის
შესრულება მოითხოვს მის განაწილებას თემებზე, თემატურისა - დროის ცალკეულ
დანაყოფებზე, თავის მხრივ ამ გეგმების განაწილებას კვირებსა და დღეებზე.
პედაგოგთა ნაწილში ჩნდება შინაგანი პროტესტი სასწავლო პროცესის დაგეგმისადმი,
მათ მიაჩნიათ, რომ დაგეგმვა ზღუდავს მათ შემოქმედებითობას, თავისუფლებას.
მათგან ხშირად ისმის შემდეგი ფრაზა: ”კლასი ცოცხალი ორგანიზმია. კარგი
მასწავლებელი გაკვეთილს და, ზოგადად, სასწავლო პროცესს უნდა აგებდეს
სიტუაციიდან გამომდინარე. ეს უფრო საინტერესო იქნება როგორც
მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლისთვისაც”.

დაგეგმვა ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება-
გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწას. 

საგნის გეგმის (სილაბუსის) და თემატური გეგმის სტრუქტურა 

საგნის გეგმა (სილაბუსი - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს რაიმეს ჩამონათვალს, 
სიას, ნუსხას, შეჯამებას) წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. მასში
მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები,
სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის შინაარსობრივი გეგმა,
გამოყენებული სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები, ასევე კურსის შეფასების
პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი
შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც
უზრუნველყოფს კურსის დასრულება.

უმაღლეს სასწავლებლებში სილაბუსი აწესრიგებს ლექტორისა და სტუდენტის
ურთიერთობას. სასწავლო კურსის დაწყებისას სტუდენტმა სილაბუსის მეშვეობით
უნდა გაიგოს, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორე მხრივ, სილაბუსის მეშვეობით უმაღლესი სასწავლებლის თუ სკოლის
ადმინისტრაციას შეუძლია შეამოწმოს ლექტორის/მასწავლებლის აკადემიური
საქმიანობის ხარისხი. სილაბუსი ეხმარება პედაგოგს საგნის სწავლებისადმი
სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებაში და ქმნის საგნის სწავლების განვითარების
წინაპირობებს.
ე.ი. სილაბუსი არის ზოგადი ჩარჩო, თუ რა საკითხები იქნება განხილული წლის
განმავლობაში და როგორ. იგი უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და
გამდიდიდრებული უნდა იყოს მასწავლებლის გამოცდილებითა და შეხედულებით.
საგნის გეგმის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია:

  •  სასწავლო საგნის მიზანი;
  •  სასწავლო საგნის ამოცანები;
  •  წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი და განსავითარებელი კომპეტენციები;
  •  წლის განმავლობაში განსახილველი ძირითადი თემები თანმიმდევრულად დალაგებული და დაჯგუფებული;


  •  სასწავლო მასალა: ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ვიდეო და აუდიო მასალა და ა.შ.


  •  ძირითადი მეთოდები, რომლებიც გამოყენებული იქნება ამ საკითხებისშესწავლისას და შეფასებისას.


  •  სასწავლო კურსის შეფასება.

თემატური გეგმა
მოიცავს წლის განმავლობაში განსახილველ მსხვილ თემებს.
თემატური გეგმა უფრო დეტალური და კონკრეტულია, ვიდრე საგნის გეგმა. მასში
  • თანმიმდევრობით დალაგებული და დაჯგუფებულია წლის განმავლობაშიგანსახილველი თემები და თითოეულ თემაში შემავალი საკითხები -საკითხთა შერჩევისას მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს საგნობრივიპროგრამითა და სტანდარტით;


  •  კონკრეტული თემის მოკლე შინაარსი;
  • თითოეული თემის ბოლოს მისაღწევი შედეგი;
  •  თითოეული განსახილველი თემისთვის გამოსაყენებელი აქტივობები და სასწავლო მეთოდები; 
  • ყოველი თემის შესწავლისთვის საჭირო სასწავლო მასალა - ლიტერატურა
  • გვერდების მითითებით და სხვა რესურსების დეტალური ჩამონათვალი;
  •  საათების გადანაწილება თემებზე - საათების გადანაწილების დროს გაითვალისწინეთ სარეზერვო საათები, რომლებსაც გამოიყენებთ მასალის განმტკიცებისთვის და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებისათვის.
  •  შეფასების სისტემის აღწერა - თითოეული თემის შესწავლისას გამოყენებული შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები;
  • კლასში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური საჭიროებებისადმი გეგმის ადაპტირება;
  •  თვითშეფასება - რა პერიოდულობით და რა მეთოდებით მოახდენს

მასწავლებელი თვითშეფასებას. (თვითშეფასების რუბრიკა თან უნდა
ერთვოდეს თემატურ გეგმას დანართის სახით)
თემატური გეგმა შეიძლება განვიხილოთ, როგორც საგნის გეგმის შემადგენელი
ნაწილი

თემატური გეგმის სავარაუდო ფორმა

თემატური გეგმა

თემა დამასში შემავალი საკითხები
თემის მოკლე აღწერა
საათების რაოდენობა
თემის ბოლოოს მისაღწევი შედეგი
ძირითადი აქტივობები და შედეგები
რესურსები
შეფასების სისტემა
1







2







3







4








სილაბუსის სავარაუდო ფორმის ინსტრუქცია

 სილაბუსის სავარაუდო ფორმის ინსტრუქცია

კომპონენტი
ინსტრუქცია
1
მასწავლებლის სახელი,
გვარი და საკონტაქტო
ინფორმაცია

2
სასწავლო საგნის
სახელწოდება

3
სწავლების კლასი

4
სასწავლო საგნის
ხანგრძლივობა და საათების
რაოდენობა

5
სასწავლო კურსის ზოგადი
აღწერ
მიუთითეთ სასწავლო კურსის სპეციფიკა,
თავისებურებანი, ადგილი სკოლის სასწავლო
გეგმაში.
6
სასწავლო საგნის სტატუსი
მოცემულ კლასში
მიუთითეთ სასწავლო კურსის სტატუსი -
ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებული/გაუთვალისწინებელი
საგნები
7
სასწავლო საგნის მიზანი
აღწერეთ სასწავლო კურსის მიზნები, რომლის  ფორმულირებისას უნდა დაეყრდნოთ ეროვნული
სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტს;
8
ძირითადი თემები
მიუთითეთ ის ძირითადი თემები, რომელთა
გავლასაც აპირებთ წლის განმავლობაში.
9
სასწავლო საგნის ამოცანები
მიუთითეთ ის ნაბიჯები, რომლებიც უნდაგადაიდგას მიზნის მისაღწევად
10
სასწავლო საგნის
აუცილებელი საბაზისო
კომპეტენციები
მოსწავლეთა არსებული ცოდნა და
გამოცდილება, რომელიც აუცილებელია ახალი   ცოდნის დასაუფლებლად.
11
კურსის ორგანიზაცია
11.1. საკლასო მენეჯმენტის
ხერხები


11.2. მეცადინეობის
ფორმები;


11.3. სწავლების მეთოდები
ამ ნაწილში დეტალურად აღწერეთ სასწავლო
კურსში გამოყენებული ორგანიზაციული
ხერხები (მაგ. ჯგუფური, ინდივიდუალური...)

მეცადინეობის ფორმებში იგულისხმება
(ლექციური, სემინარული, ლაბორატორიული
და სხვ.)

სწავლების მეთოდებში იგულისხმება -
სოკრატული, დიდაქტიკური, პრობლემაზე
ორიენტირებული, კეთებით და სხვ
12
რესურსები
მოსწავლის და
მასწავლებლის
სახელმძღვანელო, დამხმარე
ლიტერატურა,
თვალსაჩინოება, ტექნიკური
საშუალებები,
ინტერნეტსაიტები,
ადამიანური რესურსები.
მიუთითეთ ნებისმიერი სახის რესურსი,
რომლის საფუძველზეც კურსი ისწავლება.
სახელმძღვანელოებს, დამხმარე ლიტერატურას
მიუთითეთ ავტორი, გამომცემლობა, გამოცემის
წელი და ადგილი.
13
მისაღწევი შედეგები და
კომპეტენციები
შედეგები უნდა იყოს კონკრეტული და
გაზომვადი. შედეგში უნდა აისახოს ცოდნა,
უნარ-ჩვევები დდამოკიდებულებები,რომელსაც მოსწავლე აითვისებს კურსის
გავლის შემდეგ. სასურველია, თუ ცალ-ცალკე
გამოყოფილი იქნება საგნობრივი და ზოგადი
კომპეტენციები.


вторник, 17 сентября 2013 г.

. საათობრივი ბადე

კარი II

საათობრივი განაწილების ძირითადი პრინციპები

თავი IX. საათობრივი ბადე

მუხლი 49. საათობრივი ბადე
1.      საათობრივი ბადე განსაზღვრავს მოსწავლეთა აუცილებელი კვირეული დატვირთვის ოდენობას კლასებისა და საგნების მიხედვით.
2.      საათობრივი ბადე ქართულენოვანი სკოლების დაწყებითი საფეხურისათვის:
კლასი
I
II
III
IV
V
VI
სახელმწიფო ენა
ქართული ენა და ლიტერატურა
7
7
6
6
5
5
მათემატიკა
მათემატიკა
4.5
5
5
5
4
4
უცხოური ენები
პირველი უცხოური ენა
2
2
3
3
3
3
საზოგადოებრივი მეცნიერებები
ჩვენი საქართველო




3
3
სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება



0.5


საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
ბუნებისმეტყველება
2
2
3
3
3
3
ტექნოლოგიები
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
0.5



2
2
ესთეტიკური აღზრდა
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
2
2
2
2
2
2
მუსიკა
2
2
2
1-2
2
2
ქართული ცეკვა



0-1


სპორტი
სპორტი
2
2
2
2
2
2
სულ საათების რაოდენობა კვირაში
22
22
23
23.5
26
26
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.
3.      ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის განკუთვნილი დაწყებითი საფეხურის საათობრივი ბადის ცხრილის განმარტებები:
ა)  I კლასი: მათემატიკა ისწავლება  I  სემესტრში  კვირაში 4 საათი, II სემესტრში  - კვირაში 5 საათი;   ისტ ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი;
ბ)  IV კლასი: სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება ისწავლება I სემესტრში კვირაში 1 საათი.
გ) IV კლასი: სკოლას შეუძლია აირჩიოს ორი შესაძლებლობიდან ერთ-ერთი:
1. ასწავლოს მუსიკა კვირაში 1 საათი და ქართული ცეკვა 1 საათი;
2. ასწავლოს მხოლოდ მუსიკა კვირაში 2 საათი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის ბრძანება №126/ნ - ვებგვერდი, 03.09.2013წ.