კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

კათედრის ხელმძღვანელი  ირინა ზაქარეიშვილი
კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

четверг, 15 ноября 2012 г.

როდის გამოვიყენოთ ,,მეშველი ზმნა"



    ქართულში გვაქვს ზმნები,რომლებიც პირველსა და მეორე პირში -ვარ და    -ხარ მეშველ ზმნას საჭიროებენ. "მეშველი ზმნა" ანუ ზმნა, რომელიც გვშველის , გვეხმარება,რომ გარკვეული მოქმედება უფრო მეტი სიზუსტით გადმოვცეთ.
დავაკვირდეთ ზმნებს :
 მივდივარ, მიდიხარ, მივქრივარ, მიქრიხარ, ეს ზმნები მოძრაობა–გადაადგილების  აღმნიშვნელი ზმნებია.
   ვწევარ, წევხარ... ვდგავარ, დგახარ, ვზივარ, ზიხარ, . .. ეს ზმნები კი  მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია.
   ქართულში ასევე  გვაქვს ზმნები, რომლებიც ასევე მეშველი,     -ვარ და  -ხარ, ზმნების გამოყენებით იხმარება. ასეთებია: ვმღერივარ, მღერიხარ, ვტირივარ, ტირიხარ, ვკივივარ, კივიხარ... ეს არასწორია!!! აღნიშნული  ზმნები გარკვეულ ხმიანობას გამოხატავენ, ე.ი.ხმიანობის აღმნიშვნელი ზმნებია.
  დავიმახსოვროთ შემდეგი:
      მდგომარეობისას და მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებთან მეშველი ზმნის გამოყენება აუცილებელია და სწორია: მივრბივარ, მიხტიხარ, წევხარ,მიდიხარ...  ხოლო ხმიანობის აღმნიშვნელ ზნმებთან მეშველი ზმნის გამოყენება არამც თუ არაა აუცილებელი,არამედ  შეცდომაა.
სწორია:    ვმღერი, ვტირი, ვკივი ...
შეცდომაა:    ვმღერივარ, ვტირივარ, ვკივივარ...
     -ვარ და -ხარ მეშველი ზმნა არც აკრძალვით ფორმებში არ არის საჭირო და არ უნდა გამოვიყენოთ უნდა ვთქვათ:  ნუ მღერი!   ნუ ტირი!  ნუ კივი!