კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

კათედრის ხელმძღვანელი  ირინა ზაქარეიშვილი
კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

пятница, 15 марта 2013 г.

* * *

ვდგევარ თუ ვდგავარ? ვგევარ თუ ვგავარ? ვყევარ თუ ვყავარ?smileys


              ვდგავარ, ვყავარ, ვგავარ – მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია. I  და II პირში ეს ზმნები საჭიროებენ  ვარ და  ხარ  მეშველ ზმნებს.  ჩამოთვლილ ფორმებში მეშველი ზმნები წარმოდგენილია:  
პირი         II პირი       III პირი   
ვდგა–ვარ        დგა–ხარ          დგა–ს   –  მესამე პირში კი 
ვგა–ვარ         ჰგავ–ხარ           ჰგავ–ს  –  მარტივი
ვყა–ვარ           ჰყავ–ხარ         ჰყავ–ს–    ფორმები გვაქვს
      
 დავაკვირდეთ ზმნებს,ფუძეში სამივე პირში წარმოდგენილია    ხმოვანი  –ა–. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პარალელური შეცდომითი ფორმები გაჩნდა მხოლოდ                     I  და II  პირში (ვდგევარ, დგეხარ, ვყევარ, ჰყევხარ, ვგევარ, ჰგევხარ)ხოლო III პირში მსგავსი შეცდომა არ წარმოშობილა.

 საინტერესოა, საიდან მივიღეთ უმართებულო ფორმები. ამის მიზეზია ანალოგია.
   ანალოგია ბერძნული სიტყვაა და ლექსიკონში ასე განიმარტება: "მსგავსება საგნებსა, მოვლენებსა და ცნებებს შორის".(მ.ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, სასკოლო გამოცემა.) ამ განმარტებიდან კარგად ჩანს,  რომ  გარკვეული ზმნების მსგავსად და მათთან მიმსგავსების გამო ფუძისეული –ა ხმოვანი შეიცვალა –ე ხმოვნით. ასეთი ზმნებია: წევს, დევს, ძევს, რომელთა  ფუძეში –  ხმოვანი  კანონიერია.
       როგორ უნდა გავარჩიოთ რა შემთხვევაში  უნდა  იყოს ფუძეში    და რა შემთხვევაში?
·         ზმნა უნდა წარმოვადგინოთ III პირის ფორმით;
        დგასჰყავსჰგავსწევსძევსდევს...

·          თუ ფუძეში იქნება,   I და  II პირშიც უნდა იყოს,
         დგასვდგავარ, დგახარ;  ჰყავსვყავარ, ჰყავხარ;ჰგავსვგავარ, ჰგავხარ
·         ხოლო თუ  III პირში იქნება, მაშინ    I და II პირშიც უნდა იყოს წარმოდგენილი.
        წევს–  ვწევარ, წევხარ....


Комментариев нет: