კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

კათედრის ხელმძღვანელი  ირინა ზაქარეიშვილი
კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

вторник, 5 марта 2013 г.

ქართული ენა


დაწყებითი საფეხური (ქართული)

    • დაწყებითი საფეხური მოიცავს  I-VI კლასებს. ეს საფეხური პირობითად სამ ეტაპად იყოფა: I-II კლასები; III-IV კლასები; V-VI კლასები. თითოეული ეტაპი გარკვეული სირთულის დაძლევას გულისხმობს. ის, რაც ვერ დაძლია მოსწავლემ რომელიმე ეტაპის დასაწყისში, შესაძლებელია ეტაპის ბოლოს შეძლოს. მოსწავლისთვის ყოველი ეტაპის წარმატებით დაძლევა განაპირობებს მის თავდაჯერებლობას და გაუჩენს სწავლისადმი ინტერესს.
    • ამ საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პრიორიტეტია გააზრებული კითხვა, რაც წიგნიერების საფუძველია. გააზრებული კითხვა გულისხმობს არა მხოლოდ კითხვის ტექნიკის დაუფლებას, არამედ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგებას. გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად მასწავლებლები იყენებდნენ მრავალფეროვან ხერხსა და მეთოდს. ასეთი მიდგომა უადვილებს მოსწავლეებს გაიაზრონ ის, რასაც კითხულობენ. გააზრებული კითხვა მომავალში დაეხმარება მოსწავლეებს რთული და დიდი ტექსტების არსის წვდომაში.
    • VI  კლასის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში  ჩატარდება გამოცდა ტესტირების სახით. ტესტი შედგება ორი ნაწილისგან. ტესტი შეამოწმებს მოსწავლის ენობრივ და სააზროვნო კომპეტენციებს.
    • ტრადიციისამებრ,  II-IV კლასებში ყოველწლიურად  ჩატარდება კალიგრაფიის კონკურსი.
    • ჩვენი სკოლის ქართულის კათედრამ I-VI კლასების მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად შეურჩია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სახელმძღვანელოები.
    • ძირითად სახელმძღვანელოსთან ერთად  II, III, IV, V, VI კლასებში მოსწავლეები გამოიყენებენ გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად ტესტების რვეულებს და სავარჯიშოების რვეულს, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას.

    Iკლასი
    კლასში მოსწავლეები .გოგებაშვილის სახელმძღვანელოსმიხედვით შედგენილისახელმძღვანელოთი ეუფლებიანწერაკითხვასრაც წერაკითხვისერთდროულად შესწავლასგულისხმობსმასწავლებლებიიყენებენ კომბინირებულ მეთოდსანბანის სწავლებისას.კომბინირებული მეთოდითსწავლების ინსტრუმენტებიამრავალფეროვანი სტრატეგიები დახერხებიასეთი მიდგომაგანაპირობებს წერაკითხვისსწრაფად და ეფექტურადშესწავლისთვის შესაბამისიუნარების გამომუშავებასწლისბოლოს მოსწავლემ უნდა შეძლოსასოასოდამარცვლით ანმთლიანი სიტყვებით კითხვა;კარნახით წერაუშეცდომოდგადაწერა წიგნიდან ან დაფიდან;აზრის გადმოცემა მარტივიფრაზებით.

    II კლასი
    II კლასის მოსწავლეებს სასწავლოწლის ბოლოს უნდა შეეძლოთთხრობისას თანმიმდევრობისდაცვატექსტიდან საჭიროსიტყვების/წინადადებებისმოძიებადამარცვლით/მთლიანისიტყვებით გაბმული კითხვა;საგნებისმივლინების აღწერასათანადო ლექსიკის გამოყენებით;გამომუშავებული უნდა ჰქონდეთწერის ელემენტარული უნარები:სათაურისა და ძრითადი ტექსტისწერილობით გაფორმება;კითხვებზე სრული პასუხის გაცემადა დამოუკიდებლად ჩაწერა;გააზრებული კითხვის მარტივიხერხების გამოყენება.


    III  კლასი
    სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ თანმიმდევრული თხრობა; ტექსტის მიხედვით პერსონაჟის დახასიათება/აღწერა; მსჯელობისას საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; საჭირო ფრაზებისა და სიტყვების მოძიება ტექსტში; პერიფრაზი; გაბმული კითხვისას ინტონაციის დაცვა; წინადადებების დამოუკიდებლად შექმნა და ჩაწერა; გეგმის მიხედვით შინაარსის წერილობით გადმოცემა.


    IV  კლასი
    სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს უნდა შეეძლოს გაბმული კითხვა; წაკითხული ტექსტიდან  მთავარი აზრის გამოტანა და არგუმენტირებული მსჯელობა;პერსონაჟის გარეგნობისა და თვისებების გამიჯვნა; მსჯელობისას სხვა საგნებში ნასწავლი ცოდნის გამოყენება;  ნაცნობი  ტექსტის  მოკლე  შინაარსის  დაწერა.

     V კლასი
    სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებმა უნდა შეძლონ თხრობისას ავტორისეული ლექსიკის გამოყენება;საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ნაწარმოების, პერსონაჟის და მწერლის ენის მიმართ; მსჯელობისას ტექსტიდან და საკუთარი გამოცდილებიდან არგუმენტების მოყვანატექსტიდან მთავარი აზრის გამოტანა; პერსონაჟის დახასიათების დაწერა; მოკლე შინაარსის დაწერისას სტრუქტურის  დაცვა.
    V კლასის პირველ სემესტრში ჩატარდება  3 შემაჯამებელი სამუშაო: უცხო ტექსტის გააზრება (ტექსტი); ტექსტი ენობრივი  კომპეტენციის დასადგენადნაცნობი  ტექსტის  მოკლე  შინაარსი  (საკონტოლო  წერა).
    V კლასის მეორე სემესტრში მოსწავლეებს 5 შემაჯამებელი შეფასება ექნებათ: უცხო ტექსტის გააზრება (ტექსტი); ნაცნობი ტექსტის მოკლე შინაარსი (საკონტოლო წერა);  ტექსტი  ენობრივი  კომპეტენციის  დასადგენად.
     VIკლასი
    ამ საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პრიორიტეტია გააზრებული კითხვა, რაც წიგნიერების საფუძველია. გააზრებული კითხვა გულისხმობს არა მხოლოდ კითხვის ტექნიკის დაუფლებას, არამედ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგებას. გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად მასწავლებლები იყენებდნენ მრავალფეროვან ხერხსა და მეთოდს. ასეთი მიდგომა უადვილებს მოსწავლეებს გაიაზრონ ის, რასაც კითხულობენ. გააზრებული კითხვა მომავალში დაეხმარება მოსწავლეებს რთული და დიდი ტექსტების არსის წვდომაში.

    მათემატიკა



    მიზნები:

    მათემატიკის სწავლების ორგანიზება და მართვა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე სასწავლო პროგრამების, მეთოდური მითითებების შემუშავება და აპრობაცია; სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა; სასწავლო პროცესის მონიტორინგის განხორციელება; მასწავლებელთა რეგულარული შეკრებების ორგანიზება სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების ანალიზის მიზნით;სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების რეგულარული განხილვა; პროექტის „კრიტიკული კოლეგა“ განხორციელება – მათემატიკის გაკვეთილებზე მასწავლებელთა ურთიერთდასწრების შედეგად სწავლების ხარისხის მუდმივი კონტროლი და ამაღლება.


    I კლასი
    წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
    სწავლის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ სააზროვნო უნარ–ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების განვითარება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და მისი შესრულების უნარის გამომუშავება, კვლევითი უნარ ჩვევების ჩამოყალიბება. გაეცნობიან ნატურალურ რიცხვებს 20–ის ფარგლებში, შეუსაბამებენ რაოდენობას შესაბამის რიცხვს, შეასრულებენ მოქმედებებს, შეადარებენ რაოდენობებს, ამოიცნობენ და დაახასიათებენ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს, შეძლებენ პერიოდული მიმდევრობის შევსებას და გაგრძელებას, გადაჭრიან მარტივ პრაქტიკულ ამოცანებს.
    II კლასი

    წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
    სწავლის მიზანია სააზროვნო უნარ–ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების განვითარება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების უნარის გამომუშავება, კვლევითი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება. გაეცნობიან და შეადარებენ რიცხვებს 100–ის ფარგლებში, შეასრულებენ მოქმედებებს და დააკავშირებენ მათ ერთმანეთთან, ამოხსნიან სხვადასხვა ტიპის ამოცანებს, შეძლებენ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების აგებას და მათ დახასიათებას, გაზომვას. შეძლებენ პერიოდული მიმდევრობის გაგრძელებას და შევსებას. მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.
    III კლასი
    წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
    მოსწავლეებმა შეისწავლონ არითმეტიკული მოქმედებები (100–ს ფარგლებში) და მათი თვისებები. განუვითარდეთ ართმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარი. აითვისონ გამოთვლის ხერხები. შეძლონ არითმეტიკული მოქმედებების შესრულება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას. შეძლონ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობა, აღწერა, დაჯგუფება და მათი მოდელების შექმნა.
    III კლასი
    წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
    მოსწავლეებმა შეისწავლონ არითმეტიკული მოქმედებები (100–ს ფარგლებში) და მათი თვისებები. განუვითარდეთ ართმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარი. აითვისონ გამოთვლის ხერხები. შეძლონ არითმეტიკული მოქმედებების შესრულება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას. შეძლონ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობა, აღწერა, დაჯგუფება და მათი მოდელების შექმნა.
    III კლასი
    წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
    მოსწავლეებმა შეისწავლონ არითმეტიკული მოქმედებები (100–ს ფარგლებში) და მათი თვისებები. განუვითარდეთ ართმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარი. აითვისონ გამოთვლის ხერხები. შეძლონ არითმეტიკული მოქმედებების შესრულება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას. შეძლონ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობა, აღწერა, დაჯგუფება და მათი მოდელების შექმნა.
    IV კლასი
    წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
    მოსწავლეებს  განუვითარდეთ  მსჯელობის,  შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარი; შეძლონ ცოდნის ადეკვატურად გამოყენება ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად; გამოსახონ, შეადარონ და დაალაგონ რიცხვები პოზიციური სისტემის გამოყენებით (მილიონის ფარგლებში); სხვადასხვა ხერხით შეასრულონ შეკრება-გამოკლების, გამრავლება-გაყოფის მოქმედებები; შეძლონ წილადის სხვადასხვა ასპექტის (როგორც მთელის ნაწილი, ერთობლიობის ნაწილი, პოზიცია რიცხვით ღერძზე, გაყოფის შედეგი) გაგება; ჩამოუყალიბდეთ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობის, აღწერის, დაჯგუფების, გაზომვის, მოდელის შექმნის უნარი; გამოიყენონ და ერთმანეთთან დააკავშირონ ზომის სხვადასხვა ერთეულები; შეძლონ თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება, დაჯგუფება და ინტერპრეტაცია; ტერმინოლოგიის,მათემატიკური აღნიშვნებისა და სიმბოლოების კორექტული გამოყენება.
    V კლასი
    წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
    მოსწავლეებმა შეძლონ: ნატურალური რიცხვების წაკითხვა, გამოსახვა, მათზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება, რიცხვების დამრგვალება და კლასიფიკაცია (მარტივი და შედგენილი რიცხვები). ტოლმნიშვნელიანი წილადი რიცხვების შეკრება–გამოკლება, წილადის გამრავლება ნატურალურ რიცხვზე. სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღწერა. (ფასი და რაოდენობა; დრო, სიჩქარე, მანძილი). რიცხვითი და ასოითი გამოსახულებების შედგენა და გამარტივება – შეკრება, გამოკლება და გამრავლების კანონების გამოყენებით. კუთხეების ამოცნობა, სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით. ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა (მართკუთხედი, კვადრატი). წრეწირის და წრის ელემენტების დადგენა. კოორდინატთა სიბრტყეზე ორიენტირება. მონაცემთა შეგროვება, მათი მოწესრიგება და წარმოდგენა. (ცხრილი, პიქტოგრამა, დიაგრამა).
    VI კლასი
    წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
    მოსწავლეებმა შესძლონ: ათწილადებზე და ჩვეულებრივ წილადებზე ოთხივე არითმეტიკული მოქმედების შესრულება; შეადარონ ათწილადები და წილადები; დაამრგვალონ ათწილადი მითითებულ თანრიგამდე; გამოიყენონ გაყოფადობის ნიშნები ამოცანების ამოხსნისას; იპოვონ ნატურალური რიცხვის გამყოფები; იპოვონ რიცხვის ნაწილი; ალგებრული ამოცანების ამოხსნისას, შეადგინონ განტოლება და ამოხსნან ის; იპოვონ ორ და სამგანზომილებიანი ფიგურების ფართობი; მოახდინონ პარალელური გადატანა და ააგონ სიმეტრიული ფიგურები ღერძის მიმართ; შეაგროვონ და დაამუშაონ მონაცემები, დახაზონ სვეტოვანი და წრიული დიაგრამები.








    ბუნება



    I კლასი
    მოსწავლეები ეცნობიან სასკოლო და საკლასო გარემოს, სასწავლო ნივთებსა და მათ დანიშნულებას, ეუფლებიან სასწავლო გარემოში ქცევისა და პირადი ჰიგი­ე­ნის ელემენტარულ წესებს. ისინი შეისწავლიან ადამიანის სხეუ­ლის ნაწილებს, მცენარე­თა და ცხოველთა მრავალფეროვ­ნებას, წელიწადის დროებს, ამოიცნობენ მოძრავ და უძრავ საგნებს, ანსხვავებენ და აჯგუფებენ ბუნებრივ და  ადამიანის მიერ დამზადებულ საგნებს, აკეთებენ კოლაჟებსა და ჩანახატებს, აცნობიერებენ შეგრძნების ორგანოებისა და შეგრძნების  მნიშვნელობას გარემოს აღქმაში.
    საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული აქტიური სავარჯი­შოებისა და თამაშების საშუალებით ვითარდება აზროვნება, ნებისყოფა, თვითმართვა,  ყურადღება, ხელის მოტორული უნარი.

    II კლასი
    მეორე კლასში მოსწავლეები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გარე­მოში ორიენტი­რე­ბასა და მის აღქმას იწყებენ. აღწე­რენ მცენარისა და ცხო­ველის ძირითად გარეგან ნაწილებს, შეისწავლიან სინათლისა და სითბოს წყაროებს. ახასიათებენ სეზონებს, ბუნებრივ მოვლე­ნებს, მზეს, დედამიწასა და მთვა­რეს. ეცნობიან ქუ­ჩა­­ში უსაფრთხო მოძრაობის პირობით ნიშნებს, საყოფა­ცხოვრებო ნივთე­ბის უსაფრთხო გამოყენების ელემენტარულ წესებს. ინფორმაციას გადმოს­ცემენ მარ­ტი­ვი მოდელე­ბის, ჩანახატებისა და კოლაჟების საშუალე­ბით.
    საკლა­სო აქტივობები ხელს უწყობს, როგორც სწავლისადმი პოზიტი­ური დამოკიდებულე­ბი­ს, ასევე მსჯელობის, დაკვირვებისა და  მოტორუ­ლი უნარების განვითარებას.
    III კლასი
    მესამე კლასში მოსწავლეები აცნობიერებენ კავშირს ცოცხალ და არაცო­ც­ხალ ბუნებას შორის, ახასიათებენ და აღწერენ მზის სისტემას, სეზონურ ბუნებ­რივ მოვლენებს, გეოგრაფიულ ობიექტებს, სხვადასხვა ორგანიზმების საარსებო გარემოს, გარემოსა და ადამიანის ურთიერთდამო­კი­დე­ბულებას. მოსწავლეები აკვირდებიან მაგნიტის მოქმედებას, სხეულთა მოძრაობას. ატრებენ მარტივ ცდებს, აკეთებენ ჩანიშვნებს, რომელსაც ჩანახატებისა და ცხრილების საშუალებით წარმო­ად­გენენ.
    სასკოლო და საგაკვეთილო აქტივობები ემსახურება გარემოს უკეთ შეცნობას, კვლევითი და სააზროვნო უნარების განვითარებას, თანამშრომ­ლობის ხელშეწყობას.
     
    IV კლასი
    მეოთხე კლასში მოსწავ­ლეები შეისწავლიან და აღწერენ ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლს, ცხოველ­თა ქცევას, გარემოში ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეულ ცვლილებებს, გადაშენებულ ორგანიზმებს, მასწავლებელთან ერთად გეგმავენ და ატრებენ მარტივ ცდებს, გამოთქვამენ ვარაუდებს, ადგენენ ცხრილებს, აკეთებენ მოდელებს, იწყებენ რუკაზე მუშაობას, განსაზღვრავენ ჰორიზონტის მხაეებს, ატლასის გამოყენებით კონტურულ რუკაზე დააქვთ გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტები, საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები.
    სასწავლო აქტივო­ბები და კვლევითი პროექტები ხელს უწყობს დადებითი მოტივაციის შექმნას, გარემოს უკეთ შეცნობას, აზროვნებასა და კომუნიკაციას.
    V კლასი
    მეხუთე კლასში მოსწავლეები შეისწავლიან ყვავილოვანი მცენარეების ძირითად ორგანოებს, იკვლევენ ყვავილის ძირითად ნაწილებს, ეცნობიან ხერ­ხემლიანი ცხოველებს, ქმნიან მარტივ კვებით ჯაჭვებს, გამოთქვამენ ვარაუ­დებს,  ატარებენ და აღწერენ ცდებს სხეულ­თა მოძრაობაზე დასაკვირვებ­ლად, ადარებენ სინათ­ლისა და ბგერის გავრცელე­ბას, მსჯელობენ ენერგიის ფორმებისა და ენერგიის წყარო­ების შესახებ, ახასიათებენ ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობებს, აღწერენ ბუნებაში მიმდინარე ციკ­ლურ პროცესებს, გეოგრაფიულ იბიექტებს, სწავლო­ბენ გარემოში ორიენტი­რე­ბას, აკეთებენ შესაბამის სქემატურ ნახატებს.
    სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული კვლევით პროექტებზე, ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის მნიშვნელო­ბის გაცნობიერებაზე, ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.

    четверг, 15 ноября 2012 г.

    როდის გამოვიყენოთ ,,მეშველი ზმნა"



        ქართულში გვაქვს ზმნები,რომლებიც პირველსა და მეორე პირში -ვარ და    -ხარ მეშველ ზმნას საჭიროებენ. "მეშველი ზმნა" ანუ ზმნა, რომელიც გვშველის , გვეხმარება,რომ გარკვეული მოქმედება უფრო მეტი სიზუსტით გადმოვცეთ.
    დავაკვირდეთ ზმნებს :
     მივდივარმიდიხარმივქრივარმიქრიხარეს ზმნები მოძრაობაგადაადგილების  აღმნიშვნელი ზმნებია.
       ვწევარწევხარ... ვდგავარდგახარვზივარზიხარ. .. ეს ზმნები კი  მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია.
       ქართულში ასევე  გვაქვს ზმნები, რომლებიც ასევე მეშველი,     -ვარ და  -ხარ, ზმნების გამოყენებით იხმარება. ასეთებია: ვმღერივარ, მღერიხარ, ვტირივარ, ტირიხარ, ვკივივარ, კივიხარ... ეს არასწორია!!! აღნიშნული  ზმნები გარკვეულ ხმიანობას გამოხატავენ, ე.ი.ხმიანობის აღმნიშვნელი ზმნებია.
      დავიმახსოვროთ შემდეგი:
          მდგომარეობისას და მოძრაობის აღმნიშვნელ ზმნებთან მეშველი ზმნის გამოყენება აუცილებელია და სწორია: მივრბივარმიხტიხარწევხარ,მიდიხარ...  ხოლო ხმიანობის აღმნიშვნელ ზნმებთან მეშველი ზმნის გამოყენება არამც თუ რაა აუცილებელი,არამედ  შეცდომაა.
    სწორია:    ვმღერი, ვტირი, ვკივი ...
    შეცდომაა:    ვმღერივარ, ვტირივარ, ვკივივარ...
         -ვარ და -ხარ მეშველი ზმნა არც აკრძალვით ფორმებში არ არის საჭირო და არ უნდა გამოვიყენოთ უნდა ვთქვათ:  ნუ მღერი!   ნუ ტირი!  ნუ კივი!