- მთავარი
- ჩვენს შესახებ
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- კათედრის გამგე:
- კათედრის გამგის უფლებები და ვალდებულებები
- კათედრის სამუშაო გეგმა
- პედაგოგები
- გაკვეთილის გეგმების ნიმუშები
- პედაგოგებისთვის
- ოქმები
- ჯურნალი ,,მასწავლებელი"
- საინტერესო წინგის მაღაზიები საქართველოში
- გრიფირებული სახელმძღვანელოები
- სასკოლო ღონისძიებები ,სპექტაკლები , სცენარები
- თემატურ-კალენდარული გეგმები
- მკითხველთა თეატრი
- ტექსტის ჩარჩოები
- სასარგებლო ბმულები
- გალერეა
- რეგისტრაცია ტრენინგებზე
- ინტერნეტგაზეთი [საინტერესო თემები]
- პროექტები
- მუზეუმები
კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი
კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი
среда, 13 марта 2013 г.
воскресенье, 10 марта 2013 г.
вторник, 5 марта 2013 г.
ქართული ენა
დაწყებითი საფეხური (ქართული)
- დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს. ეს საფეხური პირობითად სამ ეტაპად იყოფა: I-II კლასები; III-IV კლასები; V-VI კლასები. თითოეული ეტაპი გარკვეული სირთულის დაძლევას გულისხმობს. ის, რაც ვერ დაძლია მოსწავლემ რომელიმე ეტაპის დასაწყისში, შესაძლებელია ეტაპის ბოლოს შეძლოს. მოსწავლისთვის ყოველი ეტაპის წარმატებით დაძლევა განაპირობებს მის თავდაჯერებლობას და გაუჩენს სწავლისადმი ინტერესს.
- ამ საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პრიორიტეტია გააზრებული კითხვა, რაც წიგნიერების საფუძველია. გააზრებული კითხვა გულისხმობს არა მხოლოდ კითხვის ტექნიკის დაუფლებას, არამედ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგებას. გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად მასწავლებლები იყენებდნენ მრავალფეროვან ხერხსა და მეთოდს. ასეთი მიდგომა უადვილებს მოსწავლეებს გაიაზრონ ის, რასაც კითხულობენ. გააზრებული კითხვა მომავალში დაეხმარება მოსწავლეებს რთული და დიდი ტექსტების არსის წვდომაში.
- VI კლასის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება გამოცდა ტესტირების სახით. ტესტი შედგება ორი ნაწილისგან. ტესტი შეამოწმებს მოსწავლის ენობრივ და სააზროვნო კომპეტენციებს.
- ტრადიციისამებრ, II-IV კლასებში ყოველწლიურად ჩატარდება კალიგრაფიის კონკურსი.
- ჩვენი სკოლის ქართულის კათედრამ I-VI კლასების მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად შეურჩია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სახელმძღვანელოები.
- ძირითად სახელმძღვანელოსთან ერთად II, III, IV, V, VI კლასებში მოსწავლეები გამოიყენებენ გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად ტესტების რვეულებს და სავარჯიშოების რვეულს, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას.
Iკლასი
I კლასში მოსწავლეები ი.გოგებაშვილის სახელმძღვანელოსმიხედვით შედგენილისახელმძღვანელოთი ეუფლებიანწერა–კითხვას, რაც წერა–კითხვისერთდროულად შესწავლასგულისხმობს. მასწავლებლებიიყენებენ კომბინირებულ მეთოდსანბანის სწავლებისას.კომბინირებული მეთოდითსწავლების ინსტრუმენტებიამრავალფეროვანი სტრატეგიები დახერხები. ასეთი მიდგომაგანაპირობებს წერა–კითხვისსწრაფად და ეფექტურადშესწავლისთვის შესაბამისიუნარების გამომუშავებას. წლისბოლოს მოსწავლემ უნდა შეძლოსასო–ასო, დამარცვლით ანმთლიანი სიტყვებით კითხვა;კარნახით წერა; უშეცდომოდგადაწერა წიგნიდან ან დაფიდან;აზრის გადმოცემა მარტივიფრაზებით.
II კლასი
II კლასის მოსწავლეებს სასწავლოწლის ბოლოს უნდა შეეძლოთთხრობისას თანმიმდევრობისდაცვა; ტექსტიდან საჭიროსიტყვების/წინადადებებისმოძიება; დამარცვლით/მთლიანისიტყვებით გაბმული კითხვა;საგნების, მივლინების აღწერასათანადო ლექსიკის გამოყენებით;გამომუშავებული უნდა ჰქონდეთწერის ელემენტარული უნარები:სათაურისა და ძრითადი ტექსტისწერილობით გაფორმება;კითხვებზე სრული პასუხის გაცემადა დამოუკიდებლად ჩაწერა;გააზრებული კითხვის მარტივიხერხების გამოყენება.
III კლასი
სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ თანმიმდევრული თხრობა; ტექსტის მიხედვით პერსონაჟის დახასიათება/აღწერა; მსჯელობისას საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; საჭირო ფრაზებისა და სიტყვების მოძიება ტექსტში; პერიფრაზი; გაბმული კითხვისას ინტონაციის დაცვა; წინადადებების დამოუკიდებლად შექმნა და ჩაწერა; გეგმის მიხედვით შინაარსის წერილობით გადმოცემა.
IV კლასი
სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს უნდა შეეძლოს გაბმული კითხვა; წაკითხული ტექსტიდან მთავარი აზრის გამოტანა და არგუმენტირებული მსჯელობა;პერსონაჟის გარეგნობისა და თვისებების გამიჯვნა; მსჯელობისას სხვა საგნებში ნასწავლი ცოდნის გამოყენება; ნაცნობი ტექსტის მოკლე შინაარსის დაწერა.
სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებმა უნდა შეძლონ თხრობისას ავტორისეული ლექსიკის გამოყენება;საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ნაწარმოების, პერსონაჟის და მწერლის ენის მიმართ; მსჯელობისას ტექსტიდან და საკუთარი გამოცდილებიდან არგუმენტების მოყვანა; ტექსტიდან მთავარი აზრის გამოტანა; პერსონაჟის დახასიათების დაწერა; მოკლე შინაარსის დაწერისას სტრუქტურის დაცვა.
V კლასის პირველ სემესტრში ჩატარდება 3 შემაჯამებელი სამუშაო: უცხო ტექსტის გააზრება (ტექსტი); ტექსტი ენობრივი კომპეტენციის დასადგენად; ნაცნობი ტექსტის მოკლე შინაარსი (საკონტოლო წერა).
V კლასის მეორე სემესტრში მოსწავლეებს 5 შემაჯამებელი შეფასება ექნებათ: უცხო ტექსტის გააზრება (ტექსტი); ნაცნობი ტექსტის მოკლე შინაარსი (საკონტოლო წერა); ტექსტი ენობრივი კომპეტენციის დასადგენად.
ამ საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პრიორიტეტია გააზრებული კითხვა, რაც წიგნიერების საფუძველია. გააზრებული კითხვა გულისხმობს არა მხოლოდ კითხვის ტექნიკის დაუფლებას, არამედ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგებას. გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად მასწავლებლები იყენებდნენ მრავალფეროვან ხერხსა და მეთოდს. ასეთი მიდგომა უადვილებს მოსწავლეებს გაიაზრონ ის, რასაც კითხულობენ. გააზრებული კითხვა მომავალში დაეხმარება მოსწავლეებს რთული და დიდი ტექსტების არსის წვდომაში.
მათემატიკა
მიზნები:
მათემატიკის სწავლების ორგანიზება და მართვა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე სასწავლო პროგრამების, მეთოდური მითითებების შემუშავება და აპრობაცია; სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა; სასწავლო პროცესის მონიტორინგის განხორციელება; მასწავლებელთა რეგულარული შეკრებების ორგანიზება სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების ანალიზის მიზნით;სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების რეგულარული განხილვა; პროექტის „კრიტიკული კოლეგა“ განხორციელება – მათემატიკის გაკვეთილებზე მასწავლებელთა ურთიერთდასწრების შედეგად სწავლების ხარისხის მუდმივი კონტროლი და ამაღლება.
I კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
სწავლის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ სააზროვნო უნარ–ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების განვითარება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და მისი შესრულების უნარის გამომუშავება, კვლევითი უნარ ჩვევების ჩამოყალიბება. გაეცნობიან ნატურალურ რიცხვებს 20–ის ფარგლებში, შეუსაბამებენ რაოდენობას შესაბამის რიცხვს, შეასრულებენ მოქმედებებს, შეადარებენ რაოდენობებს, ამოიცნობენ და დაახასიათებენ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს, შეძლებენ პერიოდული მიმდევრობის შევსებას და გაგრძელებას, გადაჭრიან მარტივ პრაქტიკულ ამოცანებს.
II კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
სწავლის მიზანია სააზროვნო უნარ–ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების განვითარება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების უნარის გამომუშავება, კვლევითი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება. გაეცნობიან და შეადარებენ რიცხვებს 100–ის ფარგლებში, შეასრულებენ მოქმედებებს და დააკავშირებენ მათ ერთმანეთთან, ამოხსნიან სხვადასხვა ტიპის ამოცანებს, შეძლებენ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების აგებას და მათ დახასიათებას, გაზომვას. შეძლებენ პერიოდული მიმდევრობის გაგრძელებას და შევსებას. მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.
III კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებმა შეისწავლონ არითმეტიკული მოქმედებები (100–ს ფარგლებში) და მათი თვისებები. განუვითარდეთ ართმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარი. აითვისონ გამოთვლის ხერხები. შეძლონ არითმეტიკული მოქმედებების შესრულება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას. შეძლონ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობა, აღწერა, დაჯგუფება და მათი მოდელების შექმნა.
III კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებმა შეისწავლონ არითმეტიკული მოქმედებები (100–ს ფარგლებში) და მათი თვისებები. განუვითარდეთ ართმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარი. აითვისონ გამოთვლის ხერხები. შეძლონ არითმეტიკული მოქმედებების შესრულება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას. შეძლონ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობა, აღწერა, დაჯგუფება და მათი მოდელების შექმნა.
III კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებმა შეისწავლონ არითმეტიკული მოქმედებები (100–ს ფარგლებში) და მათი თვისებები. განუვითარდეთ ართმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარი. აითვისონ გამოთვლის ხერხები. შეძლონ არითმეტიკული მოქმედებების შესრულება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას. შეძლონ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობა, აღწერა, დაჯგუფება და მათი მოდელების შექმნა.
IV კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებს განუვითარდეთ მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარი; შეძლონ ცოდნის ადეკვატურად გამოყენება ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად; გამოსახონ, შეადარონ და დაალაგონ რიცხვები პოზიციური სისტემის გამოყენებით (მილიონის ფარგლებში); სხვადასხვა ხერხით შეასრულონ შეკრება-გამოკლების, გამრავლება-გაყოფის მოქმედებები; შეძლონ წილადის სხვადასხვა ასპექტის (როგორც მთელის ნაწილი, ერთობლიობის ნაწილი, პოზიცია რიცხვით ღერძზე, გაყოფის შედეგი) გაგება; ჩამოუყალიბდეთ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობის, აღწერის, დაჯგუფების, გაზომვის, მოდელის შექმნის უნარი; გამოიყენონ და ერთმანეთთან დააკავშირონ ზომის სხვადასხვა ერთეულები; შეძლონ თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება, დაჯგუფება და ინტერპრეტაცია; ტერმინოლოგიის,მათემატიკური აღნიშვნებისა და სიმბოლოების კორექტული გამოყენება.
V კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებმა შეძლონ: ნატურალური რიცხვების წაკითხვა, გამოსახვა, მათზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება, რიცხვების დამრგვალება და კლასიფიკაცია (მარტივი და შედგენილი რიცხვები). ტოლმნიშვნელიანი წილადი რიცხვების შეკრება–გამოკლება, წილადის გამრავლება ნატურალურ რიცხვზე. სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღწერა. (ფასი და რაოდენობა; დრო, სიჩქარე, მანძილი). რიცხვითი და ასოითი გამოსახულებების შედგენა და გამარტივება – შეკრება, გამოკლება და გამრავლების კანონების გამოყენებით. კუთხეების ამოცნობა, სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით. ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა (მართკუთხედი, კვადრატი). წრეწირის და წრის ელემენტების დადგენა. კოორდინატთა სიბრტყეზე ორიენტირება. მონაცემთა შეგროვება, მათი მოწესრიგება და წარმოდგენა. (ცხრილი, პიქტოგრამა, დიაგრამა).
VI კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებმა შესძლონ: ათწილადებზე და ჩვეულებრივ წილადებზე ოთხივე არითმეტიკული მოქმედების შესრულება; შეადარონ ათწილადები და წილადები; დაამრგვალონ ათწილადი მითითებულ თანრიგამდე; გამოიყენონ გაყოფადობის ნიშნები ამოცანების ამოხსნისას; იპოვონ ნატურალური რიცხვის გამყოფები; იპოვონ რიცხვის ნაწილი; ალგებრული ამოცანების ამოხსნისას, შეადგინონ განტოლება და ამოხსნან ის; იპოვონ ორ და სამგანზომილებიანი ფიგურების ფართობი; მოახდინონ პარალელური გადატანა და ააგონ სიმეტრიული ფიგურები ღერძის მიმართ; შეაგროვონ და დაამუშაონ მონაცემები, დახაზონ სვეტოვანი და წრიული დიაგრამები.
ბუნება
I კლასი
მოსწავლეები ეცნობიან სასკოლო და საკლასო გარემოს, სასწავლო ნივთებსა და მათ დანიშნულებას, ეუფლებიან სასწავლო გარემოში ქცევისა და პირადი ჰიგიენის ელემენტარულ წესებს. ისინი შეისწავლიან ადამიანის სხეულის ნაწილებს, მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნებას, წელიწადის დროებს, ამოიცნობენ მოძრავ და უძრავ საგნებს, ანსხვავებენ და აჯგუფებენ ბუნებრივ და ადამიანის მიერ დამზადებულ საგნებს, აკეთებენ კოლაჟებსა და ჩანახატებს, აცნობიერებენ შეგრძნების ორგანოებისა და შეგრძნების მნიშვნელობას გარემოს აღქმაში.
საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული აქტიური სავარჯიშოებისა და თამაშების საშუალებით ვითარდება აზროვნება, ნებისყოფა, თვითმართვა, ყურადღება, ხელის მოტორული უნარი.
II კლასი
მეორე კლასში მოსწავლეები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გარემოში ორიენტირებასა და მის აღქმას იწყებენ. აღწერენ მცენარისა და ცხოველის ძირითად გარეგან ნაწილებს, შეისწავლიან სინათლისა და სითბოს წყაროებს. ახასიათებენ სეზონებს, ბუნებრივ მოვლენებს, მზეს, დედამიწასა და მთვარეს. ეცნობიან ქუჩაში უსაფრთხო მოძრაობის პირობით ნიშნებს, საყოფაცხოვრებო ნივთების უსაფრთხო გამოყენების ელემენტარულ წესებს. ინფორმაციას გადმოსცემენ მარტივი მოდელების, ჩანახატებისა და კოლაჟების საშუალებით.
საკლასო აქტივობები ხელს უწყობს, როგორც სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების, ასევე მსჯელობის, დაკვირვებისა და მოტორული უნარების განვითარებას.
III კლასი
მესამე კლასში მოსწავლეები აცნობიერებენ კავშირს ცოცხალ და არაცოცხალ ბუნებას შორის, ახასიათებენ და აღწერენ მზის სისტემას, სეზონურ ბუნებრივ მოვლენებს, გეოგრაფიულ ობიექტებს, სხვადასხვა ორგანიზმების საარსებო გარემოს, გარემოსა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულებას. მოსწავლეები აკვირდებიან მაგნიტის მოქმედებას, სხეულთა მოძრაობას. ატრებენ მარტივ ცდებს, აკეთებენ ჩანიშვნებს, რომელსაც ჩანახატებისა და ცხრილების საშუალებით წარმოადგენენ.
სასკოლო და საგაკვეთილო აქტივობები ემსახურება გარემოს უკეთ შეცნობას, კვლევითი და სააზროვნო უნარების განვითარებას, თანამშრომლობის ხელშეწყობას.
|
მეოთხე კლასში მოსწავლეები შეისწავლიან და აღწერენ ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლს, ცხოველთა ქცევას, გარემოში ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეულ ცვლილებებს, გადაშენებულ ორგანიზმებს, მასწავლებელთან ერთად გეგმავენ და ატრებენ მარტივ ცდებს, გამოთქვამენ ვარაუდებს, ადგენენ ცხრილებს, აკეთებენ მოდელებს, იწყებენ რუკაზე მუშაობას, განსაზღვრავენ ჰორიზონტის მხაეებს, ატლასის გამოყენებით კონტურულ რუკაზე დააქვთ გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტები, საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები.
სასწავლო აქტივობები და კვლევითი პროექტები ხელს უწყობს დადებითი მოტივაციის შექმნას, გარემოს უკეთ შეცნობას, აზროვნებასა და კომუნიკაციას.
V კლასი
მეხუთე კლასში მოსწავლეები შეისწავლიან ყვავილოვანი მცენარეების ძირითად ორგანოებს, იკვლევენ ყვავილის ძირითად ნაწილებს, ეცნობიან ხერხემლიანი ცხოველებს, ქმნიან მარტივ კვებით ჯაჭვებს, გამოთქვამენ ვარაუდებს, ატარებენ და აღწერენ ცდებს სხეულთა მოძრაობაზე დასაკვირვებლად, ადარებენ სინათლისა და ბგერის გავრცელებას, მსჯელობენ ენერგიის ფორმებისა და ენერგიის წყაროების შესახებ, ახასიათებენ ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობებს, აღწერენ ბუნებაში მიმდინარე ციკლურ პროცესებს, გეოგრაფიულ იბიექტებს, სწავლობენ გარემოში ორიენტირებას, აკეთებენ შესაბამის სქემატურ ნახატებს.
სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული კვლევით პროექტებზე, ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის მნიშვნელობის გაცნობიერებაზე, ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)