კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

კათედრის ხელმძღვანელი  ირინა ზაქარეიშვილი
კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

კათედრის გამგე:


* საგნობრივი კათედრის ხელმძღვანელი, (შემდგომშიკათედრის ხელმძღვანელი) შედის სკოლის პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში.

* კათედრის ხელმძღვანელი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, სკოლის შინაგანაწესით, ეროვნული სასწავლო გეგმით, ამ ინსტრუქციით, დირექტორის სკოლის ტერიტორიაზე სამოქმედოდ გამოცემული ბრძანებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე  ნორმატიული  აქტებით.

*ხელმძღვანელობს საგნობრივი კათედრის საქმიანობას, უზრუნველყოფს ერთი ან რამდენიმე დისციპლინის პედაგოგის კონცეპტუალურად ერთიან საგანმანათლებლო მიზანზე ორიენტირებულ კოორდინირებულ მუშაობას; განსაზღვრავს საგნის სწავლებისა და აღზრდის სასკოლო სტრატეგიის თეორიულ და პრაქტიკულ ამოცანებს.

* სკოლის კათედრის ხელმძღვანელი არჩევითი თანამდებობაა, რომელსაც საგნობრივი პედაგოგები ირჩევენ თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით, ღია კენჭისყრით. კათედრის ეფექტური მუშაობისთვის სასურველია თავმჯდომარის არჩევა ერთი წლის ვადით და მისი ხელმეორედ არჩევა თავმჯდომარედ  მხოლოდ მას შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე.

*კათედრის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია დირექტორისა და პედაგოგიური საბჭოს წინაშე.


* კათედრის გამგე იწვევს და წარმართავს კათედრის სხდომებს (მინიმუმ თვეში ერთხელ), რომელიც ფორმდება ოქმით და სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, ინახება კათედრის გამგესთან.

  • კათედრის გამგე თავისი უფლებამოსილების ფარგლებში:
  • ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად საქმიანობას, უზრუნველყოფს და აკონტროლებს საგნობრივი კათედრის მეშვეობით სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.

  • ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს კათედრის თანამშრომლებს შორის,  აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს.

  •  ახორციელებს კონტროლს მათ  მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა  შესრულების, სასწავლო პროცესის დისციპლინის დაცვაზე. ხელმძღვანელობს საგნის სასწავლო პროცესს.

  • ზედამხედველობას უწევს კათედრის მუშაობას, იბარებს ანგარიშს და აწვდის დირექტორს

  •  თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს  კათედრის მიერ მოსამზადებელ  სამუშაოებს სასწავლო წლის ნორმალურად დაწყებისთვის.  ხელს უწყობს მასწავლებლებს აქტიური მეთოდების დანერგვაში.

  • შეიმუშავებს რეკომენდაციების დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ. ზრუნავს კათედრის მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.

Комментариев нет: