მასწავლებლის ეფექტიანი საკორექციო მუშაობისთვის ხშირად საჭიროა მოსწავლის წინარე ცოდნისა და უნარ-ჩვევების საფუძვლიანი ანალიზი - მისი ყურადღებისა და აზროვნების თავისებურებებით განპირობებული სპეციფიკური კანონზომიერებების შესწავლა დაშვებულ შეცდომებში იმისთვის, რომ გაირკვეს ამ შეცდომათა მიზეზებიც.
მაგალითად, მიმოხილვითი ანუ სკრინინგული ტესტის შედეგების აღრიცხვის შევსებული ფორმების საშუალებით მასწავლებელს შეუძლია მოიძიოს შემდეგი დამატებითი ინფორმაცია: რა ტიპის ამოცანებს (არჩევითპასუხიანს, მოკლეპასუხიანს, პასუხის აგებით) ხსნის მოსწავლე და რა ტიპისას - ვერა; რა კოგნიტიურ დონეს ძლევს მოსწავლე და რას - ვერა. „პასუხის აგებით" ტიპის სატესტო დავალებებში მოსწავლის ახსნა-განმარტებებისა და ამოხსნის მსვლელობის ანალიზი მასწავლებელს აწვდის დამატებით ინფორმაციას მოსწავლის აზროვნების თავისებურებათა შესახებ.
წყარო: ინტერნეტგაზეთი
Комментариев нет:
Отправить комментарий