კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

კათედრის ხელმძღვანელი  ირინა ზაქარეიშვილი
კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

четверг, 19 сентября 2013 г.

როგორ გავაფორმოთ საგნისა და თემატური გეგმები

სოფიკო ლობჟანიძე

როგორ გავაფორმოთ საგნისა და თემატური გეგმები 


რა მიზანს ემსახურება დაგეგმვა? 
სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესი მოქნილობის საშუალებას იძლევა, სასწავლო
პროცესის ეფექტურობასა და მასწავლებლის პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს.
მასწავლებლები რამდენიმე დონეზე ახდენენ სასწავლო პროცესის დაგეგმვას: ესაა
წლიური (საგნის გეგმა – სილაბუსი), თემატური, კვირისა და გაკვეთილის გეგმები.
ყველა ეს დონე ერთმანეთთან უნდა იყოს კოორდინირებული. წლიური გეგმის
შესრულება მოითხოვს მის განაწილებას თემებზე, თემატურისა - დროის ცალკეულ
დანაყოფებზე, თავის მხრივ ამ გეგმების განაწილებას კვირებსა და დღეებზე.
პედაგოგთა ნაწილში ჩნდება შინაგანი პროტესტი სასწავლო პროცესის დაგეგმისადმი,
მათ მიაჩნიათ, რომ დაგეგმვა ზღუდავს მათ შემოქმედებითობას, თავისუფლებას.
მათგან ხშირად ისმის შემდეგი ფრაზა: ”კლასი ცოცხალი ორგანიზმია. კარგი
მასწავლებელი გაკვეთილს და, ზოგადად, სასწავლო პროცესს უნდა აგებდეს
სიტუაციიდან გამომდინარე. ეს უფრო საინტერესო იქნება როგორც
მოსწავლეებისათვის, ასევე მასწავლებლისთვისაც”.

დაგეგმვა ემსახურება სასწავლო პროცესის ორგანიზებას, მის გამდიდრება-
გამრავალფეროვნებას, განახლებასა და დახვეწას. 

საგნის გეგმის (სილაბუსის) და თემატური გეგმის სტრუქტურა 

საგნის გეგმა (სილაბუსი - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს რაიმეს ჩამონათვალს, 
სიას, ნუსხას, შეჯამებას) წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. მასში
მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები,
სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის შინაარსობრივი გეგმა,
გამოყენებული სახელმძღვანელოები და სხვა რესურსები, ასევე კურსის შეფასების
პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი
შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც
უზრუნველყოფს კურსის დასრულება.

უმაღლეს სასწავლებლებში სილაბუსი აწესრიგებს ლექტორისა და სტუდენტის
ურთიერთობას. სასწავლო კურსის დაწყებისას სტუდენტმა სილაბუსის მეშვეობით
უნდა გაიგოს, თუ რა და როგორ უნდა ისწავლოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მეორე მხრივ, სილაბუსის მეშვეობით უმაღლესი სასწავლებლის თუ სკოლის
ადმინისტრაციას შეუძლია შეამოწმოს ლექტორის/მასწავლებლის აკადემიური
საქმიანობის ხარისხი. სილაბუსი ეხმარება პედაგოგს საგნის სწავლებისადმი
სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებაში და ქმნის საგნის სწავლების განვითარების
წინაპირობებს.
ე.ი. სილაბუსი არის ზოგადი ჩარჩო, თუ რა საკითხები იქნება განხილული წლის
განმავლობაში და როგორ. იგი უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას და
გამდიდიდრებული უნდა იყოს მასწავლებლის გამოცდილებითა და შეხედულებით.
საგნის გეგმის ძირითადი შემადგენელი კომპონენტებია:

  •  სასწავლო საგნის მიზანი;
  •  სასწავლო საგნის ამოცანები;
  •  წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი და განსავითარებელი კომპეტენციები;
  •  წლის განმავლობაში განსახილველი ძირითადი თემები თანმიმდევრულად დალაგებული და დაჯგუფებული;


  •  სასწავლო მასალა: ძირითადი და დამხმარე სახელმძღვანელოები, კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა, ვიდეო და აუდიო მასალა და ა.შ.


  •  ძირითადი მეთოდები, რომლებიც გამოყენებული იქნება ამ საკითხებისშესწავლისას და შეფასებისას.


  •  სასწავლო კურსის შეფასება.

თემატური გეგმა
მოიცავს წლის განმავლობაში განსახილველ მსხვილ თემებს.
თემატური გეგმა უფრო დეტალური და კონკრეტულია, ვიდრე საგნის გეგმა. მასში
  • თანმიმდევრობით დალაგებული და დაჯგუფებულია წლის განმავლობაშიგანსახილველი თემები და თითოეულ თემაში შემავალი საკითხები -საკითხთა შერჩევისას მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს საგნობრივიპროგრამითა და სტანდარტით;


  •  კონკრეტული თემის მოკლე შინაარსი;
  • თითოეული თემის ბოლოს მისაღწევი შედეგი;
  •  თითოეული განსახილველი თემისთვის გამოსაყენებელი აქტივობები და სასწავლო მეთოდები; 
  • ყოველი თემის შესწავლისთვის საჭირო სასწავლო მასალა - ლიტერატურა
  • გვერდების მითითებით და სხვა რესურსების დეტალური ჩამონათვალი;
  •  საათების გადანაწილება თემებზე - საათების გადანაწილების დროს გაითვალისწინეთ სარეზერვო საათები, რომლებსაც გამოიყენებთ მასალის განმტკიცებისთვის და სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებისათვის.
  •  შეფასების სისტემის აღწერა - თითოეული თემის შესწავლისას გამოყენებული შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები;
  • კლასში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვის არსებობის შემთხვევაში ინდივიდუალური საჭიროებებისადმი გეგმის ადაპტირება;
  •  თვითშეფასება - რა პერიოდულობით და რა მეთოდებით მოახდენს

მასწავლებელი თვითშეფასებას. (თვითშეფასების რუბრიკა თან უნდა
ერთვოდეს თემატურ გეგმას დანართის სახით)
თემატური გეგმა შეიძლება განვიხილოთ, როგორც საგნის გეგმის შემადგენელი
ნაწილი

1 комментарий:

ნატალია ნასყიდაშვილი комментирует...

შეიძლება ვიმეგობროთ?