- მთავარი
- ჩვენს შესახებ
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
- კათედრის გამგე:
- კათედრის გამგის უფლებები და ვალდებულებები
- კათედრის სამუშაო გეგმა
- პედაგოგები
- გაკვეთილის გეგმების ნიმუშები
- პედაგოგებისთვის
- ოქმები
- ჯურნალი ,,მასწავლებელი"
- საინტერესო წინგის მაღაზიები საქართველოში
- გრიფირებული სახელმძღვანელოები
- სასკოლო ღონისძიებები ,სპექტაკლები , სცენარები
- თემატურ-კალენდარული გეგმები
- მკითხველთა თეატრი
- ტექსტის ჩარჩოები
- სასარგებლო ბმულები
- გალერეა
- რეგისტრაცია ტრენინგებზე
- ინტერნეტგაზეთი [საინტერესო თემები]
- პროექტები
- მუზეუმები
კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი
суббота, 23 марта 2013 г.
воскресенье, 17 марта 2013 г.
пятница, 15 марта 2013 г.
* * *
ვდგავარ,
ვყავარ, ვგავარ – მდგომარეობის აღმნიშვნელი ზმნებია. I და II პირში ეს ზმნები
საჭიროებენ ვარ და ხარ მეშველ ზმნებს.
ჩამოთვლილ ფორმებში მეშველი ზმნები წარმოდგენილია:
I პირი II პირი III პირი
I პირი II პირი III პირი
ვდგა–ვარ დგა–ხარ დგა–ს
– მესამე პირში კი
ვგა–ვარ ჰგავ–ხარ ჰგავ–ს
– მარტივი
ვყა–ვარ
ჰყავ–ხარ ჰყავ–ს– ფორმები გვაქვს
დავაკვირდეთ ზმნებს,ფუძეში სამივე პირში წარმოდგენილია ხმოვანი –ა–. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პარალელური შეცდომითი ფორმები გაჩნდა მხოლოდ I და II პირში (ვდგევარ, დგეხარ, ვყევარ, ჰყევხარ, ვგევარ, ჰგევხარ), ხოლო III პირში მსგავსი შეცდომა არ წარმოშობილა.
საინტერესოა, საიდან მივიღეთ უმართებულო ფორმები. ამის მიზეზია ანალოგია.
ანალოგია ბერძნული სიტყვაა და
ლექსიკონში ასე განიმარტება: "მსგავსება საგნებსა, მოვლენებსა და
ცნებებს შორის".(მ.ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, სასკოლო
გამოცემა.) ამ განმარტებიდან კარგად ჩანს, რომ გარკვეული
ზმნების მსგავსად და მათთან მიმსგავსების გამო ფუძისეული –ა ხმოვანი შეიცვალა
–ე ხმოვნით. ასეთი ზმნებია: წევს, დევს, ძევს, რომელთა ფუძეში –ე ხმოვანი კანონიერია.
როგორ უნდა
გავარჩიოთ, რა
შემთხვევაში უნდა
იყოს ფუძეში
–ა და
რა შემთხვევაში –ე?
· ზმნა უნდა წარმოვადგინოთ III პირის ფორმით;
დგას, ჰყავს, ჰგავს, წევს, ძევს, დევს...
· თუ ფუძეში იქნება
–ა, I და
II პირშიც უნდა
იყოს –ა,
დგას– ვდგავარ,
დგახარ; ჰყავს– ვყავარ, ჰყავხარ;ჰგავს– ვგავარ, ჰგავხარ
· ხოლო თუ III პირში იქნება
–ე, მაშინ
I და II პირშიც –ე უნდა იყოს წარმოდგენილი.
წევს– ვწევარ,
წევხარ....
გონებრივი იერიში
გონებრივი იერიშის მეთოდს წარმატებით რომ ემუშავა, პირველი
ეტაპისთვის ოსბორნმა შემოიღო რამდენიმე ძირითადი კანონი, რომლებიც კრეატიული
იდეების შეგროვების გარანტია უნდა ყოფილიყო:
1. არ გააკრიტიკო არც ერთი იდეა, რადგან ყველა იდეა ღირებულია.
2. რაც უფრო მეტი იდეა წამოვა ჯგუფიდან, მით უკეთესი.
3. შევავსოთ და გავაუმჯობესოთ უკვე არსებული იდეები.
4. რაც უფრო უჩვეულო და ორიგინალურია იდეა, მით უკეთესი.
5. ნუ შეგეშინდებათ, იყავით თამამი, ორიგინალური.
6. ჩამოაყალიბეთ იდეა მოკლედ, ლაკონურად და ნათლად.
ამ ეტაპზე მოდერატორის ძირითადი ფუნქციაა:
1. მოითხოვოს ჯგუფისგან რაც შეიძლება მეტი იდეა;
2. დაეხმაროს მონაწილეებს იდეების ლაკონურად ჩამოყალიბებაში;
3. მიუთითოს ჩანაწერების გამკეთებელს, როგორ გადაიტანოს იდეა
მოკლედ ფლიფჩარტზე/დაფაზე;
4. შეაწყვეტინოს მონაწილეებს იდეის კრიტიკა და კიდევ ერთხელ
შეახსენოს მათ, რომ მომდევნო ეტაპზე ყველას ექნება საშუალება, გააანალიზოს
ნებისმიერი იდეა და შეაფასოს მისი ღირებულება.
გონებრივი იერიში განსაკუთრებით ეფექტიანი შეიძლება იყოს
გაკვეთილის საწყის ეტაპზე, ახალი თემის შეტანისას. მისი მეშვეობით მასწავლებელს
შეუძლია, სწრაფად გაიგოს, რა იციან მოსწავლეებმა განსახილველი თემის შესახებ და
როგორია მათი დამოკიდებულება საკითხის მიმართ, რაც მას გაკვეთილის სწორად აგებაში
დაეხმარება და თავიდანვე უზრუნველყოფს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაქსიმალურ
ჩართულობას.
მეთოდი ეფექტიანია მაშინაც, როდესაც არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი
პასუხი საკვლევი თემისა და პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე. გონებრივი იერიშის
საშუალებით მრავალი კრეატიული და ინოვაციური იდეისგან კონსენსუსის საფუძველზე
გამოიყოფა რამდენიმე ყველაზე ღირებული, რომლებიც პრობლემის მოგვარების საუკეთესო
გზას წარმოადგენს.
воскресенье, 10 марта 2013 г.
вторник, 5 марта 2013 г.
ქართული ენა
დაწყებითი საფეხური (ქართული)
- დაწყებითი საფეხური მოიცავს I-VI კლასებს. ეს საფეხური პირობითად სამ ეტაპად იყოფა: I-II კლასები; III-IV კლასები; V-VI კლასები. თითოეული ეტაპი გარკვეული სირთულის დაძლევას გულისხმობს. ის, რაც ვერ დაძლია მოსწავლემ რომელიმე ეტაპის დასაწყისში, შესაძლებელია ეტაპის ბოლოს შეძლოს. მოსწავლისთვის ყოველი ეტაპის წარმატებით დაძლევა განაპირობებს მის თავდაჯერებლობას და გაუჩენს სწავლისადმი ინტერესს.
- ამ საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პრიორიტეტია გააზრებული კითხვა, რაც წიგნიერების საფუძველია. გააზრებული კითხვა გულისხმობს არა მხოლოდ კითხვის ტექნიკის დაუფლებას, არამედ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგებას. გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად მასწავლებლები იყენებდნენ მრავალფეროვან ხერხსა და მეთოდს. ასეთი მიდგომა უადვილებს მოსწავლეებს გაიაზრონ ის, რასაც კითხულობენ. გააზრებული კითხვა მომავალში დაეხმარება მოსწავლეებს რთული და დიდი ტექსტების არსის წვდომაში.
- VI კლასის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება გამოცდა ტესტირების სახით. ტესტი შედგება ორი ნაწილისგან. ტესტი შეამოწმებს მოსწავლის ენობრივ და სააზროვნო კომპეტენციებს.
- ტრადიციისამებრ, II-IV კლასებში ყოველწლიურად ჩატარდება კალიგრაფიის კონკურსი.
- ჩვენი სკოლის ქართულის კათედრამ I-VI კლასების მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად შეურჩია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სახელმძღვანელოები.
- ძირითად სახელმძღვანელოსთან ერთად II, III, IV, V, VI კლასებში მოსწავლეები გამოიყენებენ გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად ტესტების რვეულებს და სავარჯიშოების რვეულს, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას.
Iკლასი
I კლასში მოსწავლეები ი.გოგებაშვილის სახელმძღვანელოსმიხედვით შედგენილისახელმძღვანელოთი ეუფლებიანწერა–კითხვას, რაც წერა–კითხვისერთდროულად შესწავლასგულისხმობს. მასწავლებლებიიყენებენ კომბინირებულ მეთოდსანბანის სწავლებისას.კომბინირებული მეთოდითსწავლების ინსტრუმენტებიამრავალფეროვანი სტრატეგიები დახერხები. ასეთი მიდგომაგანაპირობებს წერა–კითხვისსწრაფად და ეფექტურადშესწავლისთვის შესაბამისიუნარების გამომუშავებას. წლისბოლოს მოსწავლემ უნდა შეძლოსასო–ასო, დამარცვლით ანმთლიანი სიტყვებით კითხვა;კარნახით წერა; უშეცდომოდგადაწერა წიგნიდან ან დაფიდან;აზრის გადმოცემა მარტივიფრაზებით.
II კლასი
II კლასის მოსწავლეებს სასწავლოწლის ბოლოს უნდა შეეძლოთთხრობისას თანმიმდევრობისდაცვა; ტექსტიდან საჭიროსიტყვების/წინადადებებისმოძიება; დამარცვლით/მთლიანისიტყვებით გაბმული კითხვა;საგნების, მივლინების აღწერასათანადო ლექსიკის გამოყენებით;გამომუშავებული უნდა ჰქონდეთწერის ელემენტარული უნარები:სათაურისა და ძრითადი ტექსტისწერილობით გაფორმება;კითხვებზე სრული პასუხის გაცემადა დამოუკიდებლად ჩაწერა;გააზრებული კითხვის მარტივიხერხების გამოყენება.
III კლასი
სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ თანმიმდევრული თხრობა; ტექსტის მიხედვით პერსონაჟის დახასიათება/აღწერა; მსჯელობისას საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; საჭირო ფრაზებისა და სიტყვების მოძიება ტექსტში; პერიფრაზი; გაბმული კითხვისას ინტონაციის დაცვა; წინადადებების დამოუკიდებლად შექმნა და ჩაწერა; გეგმის მიხედვით შინაარსის წერილობით გადმოცემა.
IV კლასი
სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს უნდა შეეძლოს გაბმული კითხვა; წაკითხული ტექსტიდან მთავარი აზრის გამოტანა და არგუმენტირებული მსჯელობა;პერსონაჟის გარეგნობისა და თვისებების გამიჯვნა; მსჯელობისას სხვა საგნებში ნასწავლი ცოდნის გამოყენება; ნაცნობი ტექსტის მოკლე შინაარსის დაწერა.
სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებმა უნდა შეძლონ თხრობისას ავტორისეული ლექსიკის გამოყენება;საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ნაწარმოების, პერსონაჟის და მწერლის ენის მიმართ; მსჯელობისას ტექსტიდან და საკუთარი გამოცდილებიდან არგუმენტების მოყვანა; ტექსტიდან მთავარი აზრის გამოტანა; პერსონაჟის დახასიათების დაწერა; მოკლე შინაარსის დაწერისას სტრუქტურის დაცვა.
V კლასის პირველ სემესტრში ჩატარდება 3 შემაჯამებელი სამუშაო: უცხო ტექსტის გააზრება (ტექსტი); ტექსტი ენობრივი კომპეტენციის დასადგენად; ნაცნობი ტექსტის მოკლე შინაარსი (საკონტოლო წერა).
V კლასის მეორე სემესტრში მოსწავლეებს 5 შემაჯამებელი შეფასება ექნებათ: უცხო ტექსტის გააზრება (ტექსტი); ნაცნობი ტექსტის მოკლე შინაარსი (საკონტოლო წერა); ტექსტი ენობრივი კომპეტენციის დასადგენად.
ამ საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პრიორიტეტია გააზრებული კითხვა, რაც წიგნიერების საფუძველია. გააზრებული კითხვა გულისხმობს არა მხოლოდ კითხვის ტექნიკის დაუფლებას, არამედ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგებას. გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად მასწავლებლები იყენებდნენ მრავალფეროვან ხერხსა და მეთოდს. ასეთი მიდგომა უადვილებს მოსწავლეებს გაიაზრონ ის, რასაც კითხულობენ. გააზრებული კითხვა მომავალში დაეხმარება მოსწავლეებს რთული და დიდი ტექსტების არსის წვდომაში.
Подписаться на:
Сообщения (Atom)