კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

კათედრის ხელმძღვანელი  ირინა ზაქარეიშვილი
კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

вторник, 5 марта 2013 г.

ქართული ენა


დაწყებითი საფეხური (ქართული)

    • დაწყებითი საფეხური მოიცავს  I-VI კლასებს. ეს საფეხური პირობითად სამ ეტაპად იყოფა: I-II კლასები; III-IV კლასები; V-VI კლასები. თითოეული ეტაპი გარკვეული სირთულის დაძლევას გულისხმობს. ის, რაც ვერ დაძლია მოსწავლემ რომელიმე ეტაპის დასაწყისში, შესაძლებელია ეტაპის ბოლოს შეძლოს. მოსწავლისთვის ყოველი ეტაპის წარმატებით დაძლევა განაპირობებს მის თავდაჯერებლობას და გაუჩენს სწავლისადმი ინტერესს.
    • ამ საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პრიორიტეტია გააზრებული კითხვა, რაც წიგნიერების საფუძველია. გააზრებული კითხვა გულისხმობს არა მხოლოდ კითხვის ტექნიკის დაუფლებას, არამედ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგებას. გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად მასწავლებლები იყენებდნენ მრავალფეროვან ხერხსა და მეთოდს. ასეთი მიდგომა უადვილებს მოსწავლეებს გაიაზრონ ის, რასაც კითხულობენ. გააზრებული კითხვა მომავალში დაეხმარება მოსწავლეებს რთული და დიდი ტექსტების არსის წვდომაში.
    • VI  კლასის ბოლოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში  ჩატარდება გამოცდა ტესტირების სახით. ტესტი შედგება ორი ნაწილისგან. ტესტი შეამოწმებს მოსწავლის ენობრივ და სააზროვნო კომპეტენციებს.
    • ტრადიციისამებრ,  II-IV კლასებში ყოველწლიურად  ჩატარდება კალიგრაფიის კონკურსი.
    • ჩვენი სკოლის ქართულის კათედრამ I-VI კლასების მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის შესასწავლად შეურჩია ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის სახელმძღვანელოები.
    • ძირითად სახელმძღვანელოსთან ერთად  II, III, IV, V, VI კლასებში მოსწავლეები გამოიყენებენ გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად ტესტების რვეულებს და სავარჯიშოების რვეულს, რაც ხელს შეუწყობს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას.

    Iკლასი
    კლასში მოსწავლეები .გოგებაშვილის სახელმძღვანელოსმიხედვით შედგენილისახელმძღვანელოთი ეუფლებიანწერაკითხვასრაც წერაკითხვისერთდროულად შესწავლასგულისხმობსმასწავლებლებიიყენებენ კომბინირებულ მეთოდსანბანის სწავლებისას.კომბინირებული მეთოდითსწავლების ინსტრუმენტებიამრავალფეროვანი სტრატეგიები დახერხებიასეთი მიდგომაგანაპირობებს წერაკითხვისსწრაფად და ეფექტურადშესწავლისთვის შესაბამისიუნარების გამომუშავებასწლისბოლოს მოსწავლემ უნდა შეძლოსასოასოდამარცვლით ანმთლიანი სიტყვებით კითხვა;კარნახით წერაუშეცდომოდგადაწერა წიგნიდან ან დაფიდან;აზრის გადმოცემა მარტივიფრაზებით.

    II კლასი
    II კლასის მოსწავლეებს სასწავლოწლის ბოლოს უნდა შეეძლოთთხრობისას თანმიმდევრობისდაცვატექსტიდან საჭიროსიტყვების/წინადადებებისმოძიებადამარცვლით/მთლიანისიტყვებით გაბმული კითხვა;საგნებისმივლინების აღწერასათანადო ლექსიკის გამოყენებით;გამომუშავებული უნდა ჰქონდეთწერის ელემენტარული უნარები:სათაურისა და ძრითადი ტექსტისწერილობით გაფორმება;კითხვებზე სრული პასუხის გაცემადა დამოუკიდებლად ჩაწერა;გააზრებული კითხვის მარტივიხერხების გამოყენება.


    III  კლასი
    სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ თანმიმდევრული თხრობა; ტექსტის მიხედვით პერსონაჟის დახასიათება/აღწერა; მსჯელობისას საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა; საჭირო ფრაზებისა და სიტყვების მოძიება ტექსტში; პერიფრაზი; გაბმული კითხვისას ინტონაციის დაცვა; წინადადებების დამოუკიდებლად შექმნა და ჩაწერა; გეგმის მიხედვით შინაარსის წერილობით გადმოცემა.


    IV  კლასი
    სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებს უნდა შეეძლოს გაბმული კითხვა; წაკითხული ტექსტიდან  მთავარი აზრის გამოტანა და არგუმენტირებული მსჯელობა;პერსონაჟის გარეგნობისა და თვისებების გამიჯვნა; მსჯელობისას სხვა საგნებში ნასწავლი ცოდნის გამოყენება;  ნაცნობი  ტექსტის  მოკლე  შინაარსის  დაწერა.

     V კლასი
    სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებმა უნდა შეძლონ თხრობისას ავტორისეული ლექსიკის გამოყენება;საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა ნაწარმოების, პერსონაჟის და მწერლის ენის მიმართ; მსჯელობისას ტექსტიდან და საკუთარი გამოცდილებიდან არგუმენტების მოყვანატექსტიდან მთავარი აზრის გამოტანა; პერსონაჟის დახასიათების დაწერა; მოკლე შინაარსის დაწერისას სტრუქტურის  დაცვა.
    V კლასის პირველ სემესტრში ჩატარდება  3 შემაჯამებელი სამუშაო: უცხო ტექსტის გააზრება (ტექსტი); ტექსტი ენობრივი  კომპეტენციის დასადგენადნაცნობი  ტექსტის  მოკლე  შინაარსი  (საკონტოლო  წერა).
    V კლასის მეორე სემესტრში მოსწავლეებს 5 შემაჯამებელი შეფასება ექნებათ: უცხო ტექსტის გააზრება (ტექსტი); ნაცნობი ტექსტის მოკლე შინაარსი (საკონტოლო წერა);  ტექსტი  ენობრივი  კომპეტენციის  დასადგენად.
     VIკლასი
    ამ საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების პრიორიტეტია გააზრებული კითხვა, რაც წიგნიერების საფუძველია. გააზრებული კითხვა გულისხმობს არა მხოლოდ კითხვის ტექნიკის დაუფლებას, არამედ სხვადასხვა ტიპის ტექსტის გაგებას. გააზრებული კითხვის უნარის გასავითარებლად მასწავლებლები იყენებდნენ მრავალფეროვან ხერხსა და მეთოდს. ასეთი მიდგომა უადვილებს მოსწავლეებს გაიაზრონ ის, რასაც კითხულობენ. გააზრებული კითხვა მომავალში დაეხმარება მოსწავლეებს რთული და დიდი ტექსტების არსის წვდომაში.

    Комментариев нет: