კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

კათედრის ხელმძღვანელი  ირინა ზაქარეიშვილი
კათედრის ხელმძღვანელი ირინა ზაქარეიშვილი

вторник, 5 марта 2013 г.

ბუნება



I კლასი
მოსწავლეები ეცნობიან სასკოლო და საკლასო გარემოს, სასწავლო ნივთებსა და მათ დანიშნულებას, ეუფლებიან სასწავლო გარემოში ქცევისა და პირადი ჰიგი­ე­ნის ელემენტარულ წესებს. ისინი შეისწავლიან ადამიანის სხეუ­ლის ნაწილებს, მცენარე­თა და ცხოველთა მრავალფეროვ­ნებას, წელიწადის დროებს, ამოიცნობენ მოძრავ და უძრავ საგნებს, ანსხვავებენ და აჯგუფებენ ბუნებრივ და  ადამიანის მიერ დამზადებულ საგნებს, აკეთებენ კოლაჟებსა და ჩანახატებს, აცნობიერებენ შეგრძნების ორგანოებისა და შეგრძნების  მნიშვნელობას გარემოს აღქმაში.
საგაკვეთილო პროცესში გამოყენებული აქტიური სავარჯი­შოებისა და თამაშების საშუალებით ვითარდება აზროვნება, ნებისყოფა, თვითმართვა,  ყურადღება, ხელის მოტორული უნარი.

II კლასი
მეორე კლასში მოსწავლეები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით გარე­მოში ორიენტი­რე­ბასა და მის აღქმას იწყებენ. აღწე­რენ მცენარისა და ცხო­ველის ძირითად გარეგან ნაწილებს, შეისწავლიან სინათლისა და სითბოს წყაროებს. ახასიათებენ სეზონებს, ბუნებრივ მოვლე­ნებს, მზეს, დედამიწასა და მთვა­რეს. ეცნობიან ქუ­ჩა­­ში უსაფრთხო მოძრაობის პირობით ნიშნებს, საყოფა­ცხოვრებო ნივთე­ბის უსაფრთხო გამოყენების ელემენტარულ წესებს. ინფორმაციას გადმოს­ცემენ მარ­ტი­ვი მოდელე­ბის, ჩანახატებისა და კოლაჟების საშუალე­ბით.
საკლა­სო აქტივობები ხელს უწყობს, როგორც სწავლისადმი პოზიტი­ური დამოკიდებულე­ბი­ს, ასევე მსჯელობის, დაკვირვებისა და  მოტორუ­ლი უნარების განვითარებას.
III კლასი
მესამე კლასში მოსწავლეები აცნობიერებენ კავშირს ცოცხალ და არაცო­ც­ხალ ბუნებას შორის, ახასიათებენ და აღწერენ მზის სისტემას, სეზონურ ბუნებ­რივ მოვლენებს, გეოგრაფიულ ობიექტებს, სხვადასხვა ორგანიზმების საარსებო გარემოს, გარემოსა და ადამიანის ურთიერთდამო­კი­დე­ბულებას. მოსწავლეები აკვირდებიან მაგნიტის მოქმედებას, სხეულთა მოძრაობას. ატრებენ მარტივ ცდებს, აკეთებენ ჩანიშვნებს, რომელსაც ჩანახატებისა და ცხრილების საშუალებით წარმო­ად­გენენ.
სასკოლო და საგაკვეთილო აქტივობები ემსახურება გარემოს უკეთ შეცნობას, კვლევითი და სააზროვნო უნარების განვითარებას, თანამშრომ­ლობის ხელშეწყობას.
 
IV კლასი
მეოთხე კლასში მოსწავ­ლეები შეისწავლიან და აღწერენ ორგანიზმების სასიცოცხლო ციკლს, ცხოველ­თა ქცევას, გარემოში ბუნებრივი მოვლენებით გამოწვეულ ცვლილებებს, გადაშენებულ ორგანიზმებს, მასწავლებელთან ერთად გეგმავენ და ატრებენ მარტივ ცდებს, გამოთქვამენ ვარაუდებს, ადგენენ ცხრილებს, აკეთებენ მოდელებს, იწყებენ რუკაზე მუშაობას, განსაზღვრავენ ჰორიზონტის მხაეებს, ატლასის გამოყენებით კონტურულ რუკაზე დააქვთ გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტები, საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები.
სასწავლო აქტივო­ბები და კვლევითი პროექტები ხელს უწყობს დადებითი მოტივაციის შექმნას, გარემოს უკეთ შეცნობას, აზროვნებასა და კომუნიკაციას.
V კლასი
მეხუთე კლასში მოსწავლეები შეისწავლიან ყვავილოვანი მცენარეების ძირითად ორგანოებს, იკვლევენ ყვავილის ძირითად ნაწილებს, ეცნობიან ხერ­ხემლიანი ცხოველებს, ქმნიან მარტივ კვებით ჯაჭვებს, გამოთქვამენ ვარაუ­დებს,  ატარებენ და აღწერენ ცდებს სხეულ­თა მოძრაობაზე დასაკვირვებ­ლად, ადარებენ სინათ­ლისა და ბგერის გავრცელე­ბას, მსჯელობენ ენერგიის ფორმებისა და ენერგიის წყარო­ების შესახებ, ახასიათებენ ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობებს, აღწერენ ბუნებაში მიმდინარე ციკ­ლურ პროცესებს, გეოგრაფიულ იბიექტებს, სწავლო­ბენ გარემოში ორიენტი­რე­ბას, აკეთებენ შესაბამის სქემატურ ნახატებს.
სწავლის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება იქნება გამახვილებული კვლევით პროექტებზე, ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის მნიშვნელო­ბის გაცნობიერებაზე, ბუნებისადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე.

Комментариев нет: