მიზნები:
მათემატიკის სწავლების ორგანიზება და მართვა; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე სასწავლო პროგრამების, მეთოდური მითითებების შემუშავება და აპრობაცია; სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა; სასწავლო პროცესის მონიტორინგის განხორციელება; მასწავლებელთა რეგულარული შეკრებების ორგანიზება სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების ანალიზის მიზნით;სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხების რეგულარული განხილვა; პროექტის „კრიტიკული კოლეგა“ განხორციელება – მათემატიკის გაკვეთილებზე მასწავლებელთა ურთიერთდასწრების შედეგად სწავლების ხარისხის მუდმივი კონტროლი და ამაღლება.
I კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
სწავლის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ სააზროვნო უნარ–ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების განვითარება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და მისი შესრულების უნარის გამომუშავება, კვლევითი უნარ ჩვევების ჩამოყალიბება. გაეცნობიან ნატურალურ რიცხვებს 20–ის ფარგლებში, შეუსაბამებენ რაოდენობას შესაბამის რიცხვს, შეასრულებენ მოქმედებებს, შეადარებენ რაოდენობებს, ამოიცნობენ და დაახასიათებენ ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს, შეძლებენ პერიოდული მიმდევრობის შევსებას და გაგრძელებას, გადაჭრიან მარტივ პრაქტიკულ ამოცანებს.
II კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
სწავლის მიზანია სააზროვნო უნარ–ჩვევების გამომუშავება, ლოგიკური აზროვნების განვითარება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებისა და მისი შესრულების უნარის გამომუშავება, კვლევითი უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება. გაეცნობიან და შეადარებენ რიცხვებს 100–ის ფარგლებში, შეასრულებენ მოქმედებებს და დააკავშირებენ მათ ერთმანეთთან, ამოხსნიან სხვადასხვა ტიპის ამოცანებს, შეძლებენ ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების აგებას და მათ დახასიათებას, გაზომვას. შეძლებენ პერიოდული მიმდევრობის გაგრძელებას და შევსებას. მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.
III კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებმა შეისწავლონ არითმეტიკული მოქმედებები (100–ს ფარგლებში) და მათი თვისებები. განუვითარდეთ ართმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარი. აითვისონ გამოთვლის ხერხები. შეძლონ არითმეტიკული მოქმედებების შესრულება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას. შეძლონ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობა, აღწერა, დაჯგუფება და მათი მოდელების შექმნა.
III კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებმა შეისწავლონ არითმეტიკული მოქმედებები (100–ს ფარგლებში) და მათი თვისებები. განუვითარდეთ ართმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარი. აითვისონ გამოთვლის ხერხები. შეძლონ არითმეტიკული მოქმედებების შესრულება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას. შეძლონ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობა, აღწერა, დაჯგუფება და მათი მოდელების შექმნა.
III კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებმა შეისწავლონ არითმეტიკული მოქმედებები (100–ს ფარგლებში) და მათი თვისებები. განუვითარდეთ ართმეტიკული მოქმედებების შედეგისა და რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასების უნარი. აითვისონ გამოთვლის ხერხები. შეძლონ არითმეტიკული მოქმედებების შესრულება პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას. შეძლონ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობა, აღწერა, დაჯგუფება და მათი მოდელების შექმნა.
IV კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებს განუვითარდეთ მსჯელობის, შეხედულებათა დასაბუთების, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის უნარი; შეძლონ ცოდნის ადეკვატურად გამოყენება ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად; გამოსახონ, შეადარონ და დაალაგონ რიცხვები პოზიციური სისტემის გამოყენებით (მილიონის ფარგლებში); სხვადასხვა ხერხით შეასრულონ შეკრება-გამოკლების, გამრავლება-გაყოფის მოქმედებები; შეძლონ წილადის სხვადასხვა ასპექტის (როგორც მთელის ნაწილი, ერთობლიობის ნაწილი, პოზიცია რიცხვით ღერძზე, გაყოფის შედეგი) გაგება; ჩამოუყალიბდეთ გეომეტრიული ობიექტების ამოცნობის, აღწერის, დაჯგუფების, გაზომვის, მოდელის შექმნის უნარი; გამოიყენონ და ერთმანეთთან დააკავშირონ ზომის სხვადასხვა ერთეულები; შეძლონ თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება, დაჯგუფება და ინტერპრეტაცია; ტერმინოლოგიის,მათემატიკური აღნიშვნებისა და სიმბოლოების კორექტული გამოყენება.
V კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებმა შეძლონ: ნატურალური რიცხვების წაკითხვა, გამოსახვა, მათზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება, რიცხვების დამრგვალება და კლასიფიკაცია (მარტივი და შედგენილი რიცხვები). ტოლმნიშვნელიანი წილადი რიცხვების შეკრება–გამოკლება, წილადის გამრავლება ნატურალურ რიცხვზე. სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღწერა. (ფასი და რაოდენობა; დრო, სიჩქარე, მანძილი). რიცხვითი და ასოითი გამოსახულებების შედგენა და გამარტივება – შეკრება, გამოკლება და გამრავლების კანონების გამოყენებით. კუთხეების ამოცნობა, სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით. ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა (მართკუთხედი, კვადრატი). წრეწირის და წრის ელემენტების დადგენა. კოორდინატთა სიბრტყეზე ორიენტირება. მონაცემთა შეგროვება, მათი მოწესრიგება და წარმოდგენა. (ცხრილი, პიქტოგრამა, დიაგრამა).
VI კლასი
წლის ბოლოს მისაღწევი მიზნები
მოსწავლეებმა შესძლონ: ათწილადებზე და ჩვეულებრივ წილადებზე ოთხივე არითმეტიკული მოქმედების შესრულება; შეადარონ ათწილადები და წილადები; დაამრგვალონ ათწილადი მითითებულ თანრიგამდე; გამოიყენონ გაყოფადობის ნიშნები ამოცანების ამოხსნისას; იპოვონ ნატურალური რიცხვის გამყოფები; იპოვონ რიცხვის ნაწილი; ალგებრული ამოცანების ამოხსნისას, შეადგინონ განტოლება და ამოხსნან ის; იპოვონ ორ და სამგანზომილებიანი ფიგურების ფართობი; მოახდინონ პარალელური გადატანა და ააგონ სიმეტრიული ფიგურები ღერძის მიმართ; შეაგროვონ და დაამუშაონ მონაცემები, დახაზონ სვეტოვანი და წრიული დიაგრამები.
Комментариев нет:
Отправить комментарий